Monthly Archives: February 2013

ტოლერანტობა, as we say it is…

 

“Thou shalt neither vex a stranger, nor oppress him:

for ye were strangers in the land of Egypt”

Exodus 22:21

ამ თემაზე ძალიან ბევრი დაწერილა, ბევრი იწერება და უფრო მეტიც დაიწერება. მე კი მიმდინარე პოსტის შექმნა გაგიკვირდებათ და, ერთ ჩვეულებრივი ფეისბუქის ერთმა ჩვეულებრივმა სტატუსმა შთამაგონა. თუმცა სტატუსზე მერე, ამჯერად  ამა სიტყვის წარმომავლობაზე ვისაუბროთ ცოტაოდენ:

რას ჰ-ღაღადებს ვიკიპედია?

რომ სიტყვაი იგი „ტოლერანტობა“ წარმოიშვა ზმნებითგან „ამტანობა“ და „მხნეობა,Image ვაჟკაცობა“ .  ფუძე მისი ჯერ კიდევ 15 საუკუნიდან არს მოხსენიებული. თანამედროვეობაში იგი გამოიყენება, როგორც დისკრიმინაციის ანტითეზისი და ნიშნავს სამართლიან, ობიექტურ და მიმტევებლურ დამოკიდებულებას ყველა იმ საკითხის/ადამიანის მიმართ, რომელთა აზრი, ცხოვრების წესი, ქცევა, რასა, რელიგია, ნაციონალობა განსხვავდება ჩვენი ყველაზე ჭკვიანი თავებისგან.

… რაიცა თქვენი მონა-მოკრძალებულის აზრით, „არა განიკითხო მოყვასი შენი“ და “არ იჭორაო, თორემ:  შენზე, ო-ჰო-ჰო, რას იჭორავებენ” ან: “გაგიგებენ და მაგრად გაიშარების” რაფინირებული განმარტებაა.

ხოლო, ზემოხსენებული სტატუსი ჟღერდა ამგვარად: Continue reading

ჩემი მეზობლები

ჩემს ძველ მეზობლებზე ვამბობ. სანამ ჩემს ციცქნა ბინაში გადმოვსახლდებოდი სრულიად მარტო და დიდი გოგოსავით, მანამდე საშუალო სტატისტიკურ 5 სართულიან ძველ სახლში ვცხოვრობდი, სადაც ყველა მეზობელს ვიცნობდი. მინდა, მათზე მოგიყვეთ.

სულ ზედა სართულზე მუსიკის მასწავლებელი ციცინო ცხოვრობს, საშუალო სტატისტიკურად გაუთხოვარი და საშუალო სტატისტიკურად გრძელი თითებით. როცა პატარა ვიყავი, მასთან ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად მიმიყვანეს. მის ბინაში ყოველთვის თავისებურად მძიმე სუნი იდგა ხოლმე. მე ეს სუნი მომწონდა. ბინაში შესვლისას, ვცდილობდი რაც შეიძლება ღრმად მესუნთქა, სანამ ლოჯში განთავსებულ პიანინომდე მივაღწევდი. ცოტა ხანში ცხვირი შეეჩვეოდა და საერთოდ ვერ აღვიქვამდი ჰაერს, რომელიც ასეთი გემრიელი ეჩვენებოდა ჩემს ცხვირს. თანდათან ვისწავლე კარზე დაკაკუნების პარალელურად, ფილტვების მაქსიმალურად ჰაერისგან გათავისუფლება, რომ რაც შეიძლება მეტად მეგრძნო სანუკვარი სურნელი. Continue reading

… და ჩემი მასაჟისტის ისტორია

რამდენიმე წლის წინ მასაჟებზე დავიწყე სიარული.  ისე, კონკრეტულად არავისთან. შესაბამის დაწესებულებაში მივედი და ერთ თეთრ, წყნარი მუსიკით აღსავსე და ჩაბნელებულ ოთახში გამამწესეს. ჩემს მასაჟისტს პირველი სეანსის დროს ხმა არ ამოუღია, უჩუმრად მუშაობდა. მე ვცდილობდი სახეში შემეხედა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი როგორი ქალი იყო. გავაკეთე რამდენიმე სხვადასხვა სახის ნაცადი შენიშვნა: ცოტა ვუთანაგრძნე (რომ ალბათ როგორი ძნელია დღის განმავლობაში ამდენ სხვადასხვა სახის ადამიანთან მუშაობა), ცოტა შევაქე (რომ ოქროს ხელები აქვს), ცოტა ვიწუწუნე (თუ როგორი დაკავებული ვარ და ძლივს გამოვნახე დრო მასაჟისთვის), მაგრამ მისი მხრიდან რეაქცია არ იყო, რამაც ჩემში იმედგაცრუება და ამავე დროს, ზომიერი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია. მასაჟისტები ხომ ენაწყლიანი და მხიარული ხალხია. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი.

Continue reading

%d bloggers like this: