Monthly Archives: March 2013

დაკარგული გმირები… და გენიოსებიც

სულ ბოლოს მურაკამის “მექანიკური ფრინველის ქრონიკებს” (თუ როგორც ჰქვია) ვკითხულობდი.

უცნაური კაცია მურაკამი. ასევე უცნაური პერსონაჟები ჰყავს ხოლმე თავიანთი უცნაური ცხოვრებითა და თავგადასავლებით. მთავარი გმირიც თითქოს არაფრითაა მასისგან გამორჩეული ერთი შეხედვით. ანუ, მთავარი გმირი _ გმირი არ არის. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ამ პოსტში არც წიგნის განხილვას ვაპირებ და მით უმეტეს, არც შინაარსის მოყოლას. მე გმირებზე მინდა საუბარი. Continue reading

Advertisements

ხორცისფერი კოლგოტები

ბავშვობიდან მქონდა კოლგოტებისადმი მკვეთრად გამოხატული დადებითი დამოკიდებულება. იშვიათად მაცმევდნენ, რადგან დღის ბოლოს მაინც მუხლებგადაყვლეფილი ვბრუნდებოდი შინ. უცნაური ისაა, რომ, რასაკვირველია, ყოველდღე არ ვეცემოდი, მაგრამ არ არსებობდა “კოლგოტის დღე”, მრთელი და ჯანსაღი დავბრუნებულიყავი შინ.

ბუნებრივია, დედაჩემი ზამთარში ერიდებოდა ჩემთვის კოლგოტების ჩაცმასა და შედეგად, ჩემს გაციებას. შეიძლება სწორედ ამის გამო კოლგოტები ჩემთვის ყოველთვის გაზაფხულთან, სითბოსთან, ქალურობასა და ლამაზ გოგოშკურ კაბებთან ასოცირდებოდა.

ახლაც ასეა.

და აი, როცა უკვე დიდი გოგო ვარ, მიყვარს კოლგოტის ფერებით მანიპულირება. ქუჩაში ხშირად შეიძლება მნახოთ ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და კიდევ რომელიმე სხვა ფერის კოლგოტით. იმისდა მიუხედავად, არის თუ არა პოპულარული მათ ფერთა სახესხვაობა მოდის მკვლელ ლაბირინთებში.

გარდა ერთის.

ჩემში ავი დედაკაცი იღვიძებს, როდესაც ხორცისფერ და მეტადრე, ხორცისფერ პრიალა კოლგოტებს ვხედავ, ნებისმიერი ტანისამოსისა თუ აღნაგობის ქალბატონზე.

ავი დედაკაცის ემოციები ცუდი ემოციებია. მე კიდევ არ მინდა ცუდი ემოციები მქონდეს. ამიტომ,

გთხოვთ, ვინმემ ამიხსნათ, რა შემთხვევაში იყენებთ ხორცისფერ კოლგოტებს?! რამე დადებითი გააჩნიათ?! დაუჯერებელია და, ნუთუ, მოგწონთ?!

My London Love-Stories, ანუ ჩემი ბულგარელი გოგო

16 წლის ასაკში სადღაც რაღაცაში გავიმარჯვე და რამდენიმე თვით ლონდონში გამგზავნეს საზაფხულო სკოლაში. რომ ვთქვა, განსაკუთრებით ვღელავდი თქო, ტყუილი იქნება. უფრო ცნობისმოყვარეობა ერქვა ჩემს საქციელს, როცა პირველ დღეს სახლში დაბრუნებულმა, ჩემს თანაკლასელებზე მოკლე დახასიათება დავწერე. ვიცოდი, მათ უმრავლესობას კარგად გავიცნობდი; ამ უმრავლესობის ნახევარი ჩემი ახლობელი ადამიანი გახდებოდა; რამდენიმე _ ჩემი კარგი მეგობარი, რომლებიც რეგულარულად გადამიშლიდნენ გულს და აქედან, ალბათ, მხოლოდ ერთი_ რომელსაც აქეთ ჩავაჭყიტებდი ჩემი გულის ბნელ  კუნჭულებში.

მაშ ასე, პირველი დღის ბოლოს ჩემს დღიურში ვკითხულობთ: Continue reading

როგორ გადავედი ახალ სახლში

როგორ და, არც თუ ისე მარტივად: სამი-ოთხი დღის მანძილზე მივდიოდი და ვეღარ მივდიოდი.

თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ჩემი ნივთები ყველა სათავსოდან გადმოვყარე. შემდეგ, გარკვეული პერიოდი შეშინებული დავყურებდი, თვალს ვაჩვევდი და გარშემომყოფთა პერმანენტულ ბუზღუნ-უკმაყოფილებას უგუვებელვყოფდი. შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, უშუალოდ ჩალაგების პროცესი დავიწყე. გადავარჩიე: Continue reading

%d bloggers like this: