შემთხვევითობები და სხვა სტანდარტულობები

ამას წინათ რაღაც სრულიად განსხვავებულს ვკითხულობდი.

განსხვავებულს ჩემს ფიქრებთან, რომლებმაც ძალიან შაბლონურ-სტანდარტულად დაიწყეს და პრინციპში, ასევე დაამთავრეს.

დავიწყე დიადი მასშტაბურობიდან, რომელსაც ჰქვია:

და მაინც, რა იქნებოდა, რომ სამყაროს განვითარება არ წასულიყო ისე, როგორც წავიდა?! მე შემთხვევით მეტეორებზე კი არ მაქვს საუბარი, რომელიც აღგვიდა ყოველგვარ სიცოცხლეს პირისაგან მიწისა… არც ევოლუციის კანონებზე.  იმ შემთხვევითობებზე ვამბობ, ბორბლის გამოგონებიდან რომ დაიწყო, მერე სადღაც შუაში ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურის გამოგონება მოჰყვა და კაცმა არ იცის, კიდევ რითი დასრულდება. 20326329 Blue-Planet-Earth

არსებობს შემთხვევითობები, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი. მაგალითისთვის სრულიად უბრალო კოცონის დანთებაც გამოდგება. დედამიწის სიმრგვალესაც აღმოაჩენდნენ ადრე თუ გვიან. მაგრამ, რა მოხდებოდა, ბორბალი რომ არ შემო-გამოეგონებინა კაცობრიობას?!

რამდენადაც ჩემი დილეტანტური თავისთვის ცნობილია, მაიას ტომს ბორბალი ესე სრულებითაც არ გააჩნდა მიუხედავად მათი შორს წასული ცივილიზაციისა. ჰოდა, იმას ვამბობ, რა ადვილად შეიძლებოდა სრულიად სხვა სახე ჰქონოდა დღევანდელ მსოფლიოს-მეთქი. ან კიდევ, ალაჰმა უწყის, რამდენი ბეწვზე გადარჩენილი შემთხვევითობა დარჩა გამოუგონებელი…

უცხოპლანეტელებს კი, თუ მართლაც მათი საექსპერიმენტო მასალა ვართ, რანაირად მოგიბრუნდება ენა და გაამტყუნებ:

თავადაც დიდი სიამოვნებით დავაარსებდი რამდენიმე პარალელურ ცივილიზაციას და მათ განვითარებას დავაკვირდებოდი. ცნობისმოყვარეობა და ახლის აღმოჩენის სურვილ-ინტერესი თუ მოგატეხინებს ადამიანს კისერს, თორემ ლოგინში წოლისგან მკვდარი კაცი მე ჯერ არ მინახავს.

დიადი მასშტაბურობიდან თუ ოდნავ ჩამოვქვეითდებით, საკუთარ არავითარშემთხვევაში-ნაკლებ დიადსა ზე-საკაცობრიო-მნიშვნელობის ცხოვრებასაც დავინახავთ.

პატარ-პატარა გადაწყვეტილებების მნიშვნელოვნობაზე პეპლის ეფექტიდან დაწყებული რომელიღაც გვინეტ პელტროუს მონაწილეობით გადაღებული ფილმითა და მორბენალი ლოლათი დამთავრებული მილიონობით რა გითხრათ და, რამდენიმე ფილმი მაინც გადაღებულა.

რა ვუყოთ, რომ არც ასეთი ფილმების გადაღების სიხშირე და არცა ამ ფიქრების ამაოება მათ მდინარებას ხელს სრულიადაც არ უშლის.

რა იქნებოდა, რომ საბავშვო ბაღში ასეთი პოპულარული არ ვყოფილიყავი ჩემი იშვითად პუტკუნა ლოყებისდა-გამო და ბავშვობიდან შესაძლოა ირელევანტური, მაგრამ მაინც მყარად არსებული თავდაჯერებულობა არ ჩამნერგოდა?!

რა იქნებოდა, სკოლაში ფიზიკაში ნორმალური მასწავლებელი მყოლოდა, ეგება მომავალი ნიუტონი დაკარგა (ეგ ფიზიკოსი იყო, ხო? ხომ ვთქვი, ცუდი ფიზიკის მასწავლებელი მყავდა-თქო და საიდან მეცოდინება?!) ჩემი სახით სამყარომ?!

რა იქნებოდა, 18 წლის ასაკში ჩემი ცხოვრების სიყვარულზე არ გავთხოვილიყავი და სწავლისთვის თავი არ დამენებებინა?! ეგება რა ეკონომისტი დაიკარგა ჩემი სახით?!

და ბოლოს, რა იქნებოდა, ერთ წელზე ნაკლებ დროში ქმარს არ დავშორებოდი, საბუთები გადამეტანა და მომავალი ჟურნალისტი არ აღმომეჩინა საკუთარ ნიჭიერ თავში?!

დასასრულ, წესით, დასკვნა უნდა იყოს საჭირო, რომელიც მკითხველს “რა იქნებოდა” კითხვებით ნაკლებად დაკავებასა და არსებული აწმყოთი მეტ ტკბობას ურჩევდა, მაგრამ ასეთი დასკვნის მაგიერ, მე დაპირებას დაგიტოვებთ, რომ სრულიად უახლოეს მომავალში მოგიყვებით, თუ

რა შარში გავეხვიე ქორწინებიდან ორი თვის თავზე…

Advertisements

Tagged: , , , , , , , , , , ,

3 thoughts on “შემთხვევითობები და სხვა სტანდარტულობები

  1. winterwillend August 5, 2013 at 4:19 PM Reply

    მაგალითად რომ ავიღოთ თუნდაც ბორბალი,რომ არ გამოეგონებინათ ბორბალი,აუცილებლად გაჩნდებოდა მისი ალტერნატივა,იქნებოდა მოთხოვნა და ადამიანი გამოიგონებდა სხვა შეიძლება უფრო ცუდს ან უფრო კარგ ბორბალს,მაგრამ ამას შეიძლება ემოქმედა როგორც წარსულზე,ასევე მომავალზე.

    • geoblonde August 5, 2013 at 4:23 PM Reply

      სავარაუდოდ კი, მაგრამ შეიძლება არც. იქნებ უბორბლოდაც მოვსულიყავით აქამდე.
      ეგაა ზუსტად.
      იქნებ აი, ისეთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში გვეცხოვრა, როგორიც ახლა დაშვებითაც ვერ წარმოგვიდგენია.

      • winterwillend August 5, 2013 at 4:39 PM Reply

        ხო,მაგასაც ვფიქრობ მე ,ბორბალი არ იქნებოდა და შეიძლება ეხლა მფრინავი მანქანები ჩვენი ყოველდღური ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: