პატარ-პატარა სიამოვნებები

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ჯერ არნახული და არგაგონილი, ბრძნული აზრი მომდის თავში. მაგალითისთვის, ერთს აღვნიშნავ:
ცხოვრება პატარ-პატარა სიამოვნებებისგან შედგება, მეგობრებო! (უკანა პლანზე, აუდიტორიის განცვიფრებული ამოგმინვა და მომხსენებლის დარბაზისთვის ამაყი მზერის მოვლება).
ჰოდა, რაც დრო გადის, ვიზრდებით კი არადა, ვრწმუნდებით, რამდენად ამაოა ეს შეჩვენებული, ხელს საბოლოოდ ვიქნევთ და სულისწაწყმედამდე ვცდილობთ ჩვენი წილი, პატარ-პატარა ბედნიერებების მოპოვებას.
არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად საცხოვრებელი და მატერიალური პირობების თუ გარეგნული მონაცემების, ადამიანები დაახლოებით ერთნაირად ბედნიერები არიან და დაახლოებით ერთნაირი რაღაცები ანიჭებთ სიამოვნებას. კერძოდ, ლამაზებსაც აქვთ უშნო თმის/დღეს მსუქანი ვარ/სახეზე პრიშიკი აღმომიცენდა დღეები, მდიდარს და ღარიბს თანაბრად უყვართ კარგი კვება და მოკლედ, ხომ ისედაც ხვდებით, რისი თქმაც მინდა და რატომღა მოვიქოქე, მეც არ ვიცი.
ამ პოსტის მიზანი ჩემი ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეზის გაბიაბრუება სულაც არაა, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი აგრეთვე არავისმიერჯერარგამოცდილი და უნიკალური პატარ-პატარა სიამოვნებების გაზიარების სურვილია:
1. გაყინული ფეხებით შხაპში შეხტომა და ცხელი წყლის მოთქიშინება. აქვე, წვიმაში მოყოლილი ცივ, სველ ტანსაცმელს რომ გაიძრობ და ცხელი წყლის ქვეშ შევარდები;
2. ბასეინიდან/სატრენაჟორო დარბაზიდან, ზაფხულის თბილ საღამოს გამოსვლა და კუნთების მსუბუქი დაბუჟების შეგრძნება;
3. საკუთარი მძინარე შვილისთვის ყურება და ახლადგაღვიძებულისთვის კისერში ჩაყნოსვა;
4. ის მომენტი, როდესაც აღმოაჩენ, რომ ახალნამშობიარები (თუ -ევი?) ორსულობამდელ შენს ყველაზე ვიწრო ჯინსშიც კი თავისუფლად ეტევი;
5. თბილი, ფუმფულა ნასკები და ცხელი ჩაი… და საერთოდაც, ყველაფერი ფუმფულა. გამონაკლისის გარეშე (ერთი შეგახედათ ჩემს გარდერობში).
6. გაზაფხულზე აყვავებული ხეები და, მთლიანად, გაზაფხულის სუნი.
7. ძალიან დაღლილზე, ბანაობა და ახალთეთრეულგამოცვლილ ლოგინში შეწოლა;
8. მშობლების სახლში სტუმრობა და შენს ყოფილ ლოგინში, ყველაზე მშვიდი და ღრმა ძილი;
9. Breakfast at Tiffany’s. წიგნიც. ფილმიც.
10. როცა რაღაც მოვლენაზე ღელავ და ცუდი მოლოდინი გაქვს და ყველაფერი ისე უპრობლემოდ ჩაივლის, გაოცებული რჩები;
11. გაღვიძებისას, აი ის, უფროდაუფრო იშვიათი, სრული დასვენებულობის და ენერგიულობის შეგრძნება;
12. სანამ საბოლოოდ ჩაგეძინება, აი, ის წამის მეასედი, როცა ცნობიერი ჯერ არ დაგიკარგავს;
13. წყალში_ზღვაში, აუზში რომ ჩადიხარ და წყალი უცნაურად თბილია…
14. ვიღაცის ზარს რომ ელოდები და ჰოი, საოცრებავ: გირეკავს! აქვე გადის, სანატრელი მესიჯის ლოდინი და ის რამდენიმე ბედნიერი წამი, სანამ გახსნი და შინაარსს ნახავ (აიფონმა ეგ სიამოვნება უმოწყალოდ დაასამარა).

… უსასრულოდ შემიძლია ამ სიის გაგრძელება, მაგრამ მოდი, ზოგი თქვენც დაამატეთ 🙂

Advertisements

Tagged: , , ,

5 thoughts on “პატარ-პატარა სიამოვნებები

  1. სტუმარი May 13, 2014 at 8:59 PM Reply

    უსაშველოდ ცუდად რომ ვარ ხოლმე მეც ვფიქრობ ხოლმე რომ ცხოვრება პატარ-პატარა ბედნიერებებისგან შედგება…ხანმოკლე დღესასწაულებისგან,რომელიც მთავრდება და იწყება ყოფა თავისი სიმძიმითა და ტკივილით.მაგრამ რატომ არ შეიძლება სტაბილურობის მიღწევა?როცა ორი უკიდურესობა არ განგრევს. ამჟამად ჩემთვის ახალი ადამიანის გაცნობას მოაქვს სიხარული ოღონდ სახლში დაბრუნებული მაინც მარტო ხარ.ვერ ახერხებ ამ ხანმოკლე დღესასწაულებით ისუნთქო და იარსებო.

    • geoblonde May 14, 2014 at 12:00 AM Reply

      შეიძლება სტაბილურობის მიღწევა, როგორ არა, მაგრამ მაშინ ეს ბედნიერებები რომ აღარ იქნება?! თანაც, სტაბილურობა მოსაწყენია… და იმ დისკომფორტების მინიმუმამდე დაყვანაც შეიძლება, თუ ზუსტად ვიცით, რა გვინდა… არა?!

  2. pompki klasyczne June 4, 2014 at 5:26 AM Reply

    Write more, thats all I have to say. Literally,
    it seems as though you relied on the video to make
    your point. You definitely know what youre talking about, why
    waste your intelligence on just posting videos to
    your blog when you could be giving us something informative to read?

  3. Sophie Golden June 11, 2014 at 1:26 AM Reply

    geoblonde, ბოდიში აქ დასპამვისთვის, მაგრამ შენი მეილი ვერ ვიპოვე. ჩემი ბოლო პოსტი თუ ნახე, გამიხარდება, ჩემს პროექტს თუ შემოუერთდები.

  4. ლევანი August 1, 2014 at 5:24 PM Reply

    საბოლოო ჯამში, მაინც “უბედურება” წონის “ბედნიერებას”, მიზეზი მარტივია, მოკვდავები ვართ. მითუმეტეს საქართველოში ვართ მოკვდავები! მართალია პესიმისტად ჩამთვლით, მაგრამ არა. სამწუხაროდ რეალისტი ვარ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: