ჩემი გათხოვების ისტორია

სულ ცოტა ხნის გათხოვილი ვიყავი, ჩემდა ჭირად, წიგნის ფესტივალზე რომ გადავწყვიტე წასვლა.
აი, იმდენად ცოტა ხნის გათხოვილი ვიყავი, ქმარი რომ საუზმეს გიმზადებს და საკუთარ მანქანამდე გაცილებს; მეგობრები რომ აღარ გირეკავენ, რადგან ჰგონიათ, რომ უეცრად “ძალიან დაკავებული ხარ” (თითქოს პრემიერ-მინისტრი გახდი), ხელი არ უნდათ შეგიშალონ (თითქოს…. მმ, პრემიერის მაგალითი აქაც მუშაობს), და რომ ერთბაშად ძალიან გამოიცვალე.
არადა, მე ისევე ზომიერად დაკავებული გახლდით, როგორც ყოველთვის, არც სრულიად სანაცნობოს გენიოს ტვინში გამოჩორკნილ კითხვაზე ” აბა კარგია გათხოვება?” მქონდა პასუხი, არც ერთბაშად ოქროს ბაღჩებასხმულს დამიწყია მოძრაობა და არც ჩემს დედამთილს მოსვლია აზრად ლილოში/ვაგზალზე ჩემი “ჩასაზმანად” წაყვანა.

ჰოდა, წიგნის ფესტივალს, როგორც ყოველთვის,  საშუალო სტატისტიკურად ბევრი ხალხით და აუტანლად ჩახუთული ჰაერით ადვილად ამოიცნობდით. ყველას ზედმეტად ჭკვიანური, სულ ახლახანს სარკესთან შემუშავებული, აი, ოდნავ დაღლილი რომ ხარ, რომ ოდნავ თავშებეზრებული და მაინც ყოველდღიურ ამაოებაზე ზემოთ რომ დგახარ, ასეთი გამომეტყველება ჰქონდა. გარეთ გამოვედი და კიბეებზე ჩამოვჯექი.

“სიგარეტი ხომ არ გაქვს?” – მომესმა ხმა და ვიღაც გაუფრთხილებლად გვერდით მომიჯდა. გვერდულად გავხედე. ბიჭი იყო, გაბურძგნული თმით და პატარა ცხვირით. საკუთარი ფეხსაცმლის ჭვინტებს დასცქეროდა და მეც მის მზერას გავაყოლე თვალი. ჩვეულებრივი კონვერსის წითელი კედები ეცვა ცალი ძალიან ცუდად შებნეული თასმებით.

არ ვიცი, მიხსენებია თუ არა, მაგრამ ასეთი რაღაცები, ჩემში, როგორც მსუბუქი OCD-ით შეპყრობილი ადამიანის სულში, მონსტრს აღვიძებს, მინდა ვეძგერო და თასმა შევუბნიო, მაგრამ, საბედნიეროდ, OCD-ის გარდა ტვინის ქერქიც გამაჩნია. თვალი ავარიდე და ყურადღების გადასატანად, გონებაში “ლალალა” რამდენჯერმე გავიმეორე.

ხმა არ გამიცია. თვითონ ამოიღო სიგარეტის კოლოფი და გამომიწოდა.

ხმისამოუღებლად ვეწეოდით. რომ მოვრჩით, უთქმელადვე ადგა და წავიდა. თვალი გავაყოლე.

“არც ისე მაღალი ყოფილა”- აღვნიშნე გულში. თმა უკნიდან კიდევ უფრო გაბურძგნული უჩანდა.

ვიჯექი, ვიჯექი, მერე მოვიწყინე და შიგნით შევბრუნებას ვაპირებდი ჩემი ნათესავი გოგოსა და ერთიც ჩემი მეგობრის მოსაძებნად, რომელთან ერთადაც გახლდით ფესტივალზე, რომ ისინიც გამოვიდნენ აღფრთოვანებულნი.

“სიგარეტი ხომ არ გაქვს?”- მომესმა მეორედ და გამეცინა. კოლოფი ამოვიღე და გავუწოდე.

“მადლობა” – მოუკიდა და განაგრძო, – “არ მაჩვენებ, რა იყიდე?”

თანმხლები გოგონები უნდობლად მიყურებდნენ.

“ჯერ შენ მაჩვენე”- ვუპასუხე და თვალში ეშმაკუნები ამითამაშდა.

თანმხლები გოგოები უნდობლად მიყურებდნენ. მერე იმას. მერე ისევ მე… და საბოლოოდ, საუბარში ჩართვა გადაწყვიტეს.

არც კი მახსოვს რაზე ლაპარაკობდნენ. მე ჩუმად ვიჯექი და მოშტერებულ მზერას ვგრძნობდი. იმ მზერას, რომელიც შემდგომი, ძალიან ბევრი ღამის განმავლობაში გამიჭირვებდა ჩაძინებას. იმ მზერას, რომლის წინაშეც “არა”-ს თქმა შეუძლებლად მომეჩვენებოდა. იმ წუთას კი ვგრძნობდი, რომ ჩემი ისედაც გარდამავალ ფაზაში მყოფი ცხოვრება უკიდეგანოდ აიბურდებოდა.

ხანდახან როცა არსებული რეალობა მაშინებს, მიმდინარე თავსატეხს ძალიან ღრმად შევინახავ ხოლმე ტვინის ყველაზე შორეულ კუნჭულში და თავს ვაჯერებ, რომ ჩემი აწმყო მნიშვნელოვანი არაა. ალბათ ამიტომაა, რომ აწმყოს თითქმის ვერც ვერასდროს შევიგრძნობ და მუდმივად ფანტაზიაში ვცხოვრობ. არც კი ვიცი, მაშინ ჩემი გათხოვება იყო, რაც მაწუხებდა და იმას გავურბოდი, თუ ერთი აბურდულთმიანი ბიჭისგან მოულოდნელად თავდაყირა დამდგარი ვითომ დალაგებული ცხოვრება.

ფაქტი ის იყო, რომ ძალიან მალე ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ აირეოდა.

To be Continued…

Advertisements

7 thoughts on “ჩემი გათხოვების ისტორია

  1. Sophie SUNNY Golden June 30, 2014 at 12:15 AM Reply

    ჰაჰა ბლონდი, რა მაგარი ვინმე ხარ :დ

  2. Kate July 28, 2014 at 3:42 AM Reply

    სულ ეს იყო???
    მალე გააგრძელე რა. მაინტერესებს.
    კარგად წერ.

  3. Athletic Greens reviews source August 14, 2014 at 6:43 AM Reply

    Pumpkin- high in fiber and low in calories, pumpkin packs a fortune of disease-fighting
    nutrients, including potassium, pantothenic acid, magnesium, and vitamins C and E.
    “Methylcobalamin is required for the function of the folate-dependent enzyme, methionine synthase. If you wish to get the highest possible concentration of antioxidants, pure cocoa beans, or cocoa supplements can be purchased for an affordable price.

  4. guramsherozia December 25, 2014 at 12:48 PM Reply

    გთხოვა სიგარეტი, მერე თვითონ ამოიღო კოლოფი და გამოგიწოდა? ვეღარ გავიგე, ვინ ვის რა სთხოვა 🙂
    ქრონოლოგიურადაც დამღლელად ჩახლართულია და თემაც ბანალური, იმის იმედით წავიკითხე, რომ ბოლოს მაინც მოხდებოდა რამე საინტერესო და იმედი გამიცრუვდა 🙂
    ბლონდეს ნაწერია.
    პ.ს. მეტი ყურადღება გრამატიკულ ნაწილსაც.

    • geoblonde December 27, 2014 at 11:50 PM Reply

      აჰ… ნარცისი და ბოღმა ერთად?! )) ზუსტად მასე იყო: ჯერ მთხოვა და მერე თავად მომაწევინა. თუ ეს ჩახლართული სიუჟეტია შენთვის, “თბილისელების” “პირადი საუბრები” იკითხე. თემა ბანალურია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რაც საინტერესოდ მეჩვენება, იმას ვწერ. ყველა ვერ დავპოსტავთ ციხიდან, სორრი.
      პ.ს. Take it easy, მე მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს 🙂 და ბლონდის სახელიც რატომ გგონია, რომ შემთხვევითაა არჩეული?!

  5. Sophie SUNNY Golden December 30, 2014 at 3:55 AM Reply

    ბლონდი, დაბრუნდი რა, დაბრუნდი! ანუ დაწერე ახალი რამე-რუმეები 🙂

  6. მარიამი August 19, 2016 at 3:15 PM Reply

    მე მესაინტერესოვა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: