ოცნებებზედ

ჩემს მეზობლად რომელიღაც სართულზე ბესო ძია ცხოვრობს. ჩვეულებრივი ბესო ძიაა. პრინციპში, ჩვეულებრივზე ცოტა უკეთესი. კეთილია ბესო ძია _ გოგო-შვილიშვილთან ერთად მობოდიალეს ხშირად ვხედავ ხოლმე, გამარჯობას ვერავინ დაასწრებს და ლიფტში ათთეთრიანსაც გულმოწყალე ღიმილით დამიდებს ხაზგასმული წკაპუნით ლიფტში ფულისჩასაყრელ რკინის ჯოჯოზე, სანამ მე უიმედოდ ვიქექები ჯერ საფულეში და შემდგომ ჩანთის უსასრულო ჯიბეებში სათითაოდ. ზემოჩამოთვლილი მიზეზები მგონი, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბესო ძიას ჩვეულებრივზე უკეთესი ვუწოდოთ.

ხოდა, ერთხელ როცა ჩოგბურნის ჩოგნით ხელში სადარბაზოდან გამოვდიოდი, მისი ფუტლიარი რატომღაც ბესო ძიამ გიტარის ჩასადებად აღიქვა (ან უნდოდა აღექვა, თორემ ეს ორი რანაირად შეიძლება აგერიოს თუნდაც სუსტი მხედველობის ადამიანს?!) და მიამბო შემდეგი:

თურმე, ბესო ძია ახალგაზრდობაში გიტარაზე უკრავდა. არა მარტო უკრავდა, არამედ ბენდიც ჰყავდა და იმ პერიოდში ფრიად პოპულარულიც ყოფილა (For his credit, ეს შემდგომ საკითხი რომ უფრო ღრმად გამოვიკვლიე, სხვებმა მითხრეს) და გოგონები მასზე გიჟდებოდნენ. იმას კიდევ ერთი “მტრედივით ნაზი, ჩუმი და საყვარელი” გოგო გამოურჩევია იმ მრავალრიცხოვანი (?) მოჟღურტულე ფანების მასიდან და ცოლადაც მოუყვანია.

ხელოვანი კაცი ყოფილა ბესო ძია. მაგრამ თავისი მტრედივით ცოლი ეჭვიანობდა თავის ამქარზე და რა ექნა? მერე კიდევ, ოჯახს რჩენა უნდოდა. ჰოდა, წამოვიდა თავისი ბენდიდან ბესო ძია. ხან რა სცადა, ხან რა. დროც მაინდამაინც საუკეთესო ვერ დაემთხვა. ყიდდა სურსათს, მანქანის ნაწილებს, ბენზინს. იყო მძღოლი, ხელოსანი და ყოველთვის, საუკეთესო მამა.

ნაღვლიანი, ძალიან ნაღვლიანი თვალები აქვს ბესო ძიას, მაგრამ, როგორც მითხრა, არც არაფერს ნანობს. თანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოჯახს ბევრი რამ სჭირდებოდა.

ამ ამბის მერე, ჩემდაუნებურად ძია-ბაბუებზე დაკვირვება დავიწყესავით.

იმ ძია-ბაბუებზე, ვინც უსაზღვროდ ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ თავიანთ ოცნებებზე უარი თქვეს რაღაცის/ძალიან მნიშვნელოვანი ვიღაცის გამო.

იმ ძია-ბაბუებზე, ვინც იქნებ არც იყვნენ ძალიან ნიჭიერები, მაგრამ მთელი ცხოვრება ისეთი საქმის კეთებაში გალიეს, რაც სძულდათ.

თუნდაც იმ დეიდა-ბებიებზე, პროფესიით მუშაობა რომ არასდროს დასცალდათ, ურთიერთმიყოლებით აღზარდეს ჯერ შვილები, შემდეგ შვილიშვილები და ყოველდღიურობაში ვერც კი იგრძნეს, საკუთარი ოცნებები როდის დაკარგეს.

ან იმ ორდიპლომიან ტაქსისტებზე, სულ ადრე, უხსოვარ დროში, ენთუზიაზმით გაბერილი, კარგ-ნერვებიანი და მეოცნებე თვალებიანი ჭაბუკები რომ იყვნენ.

ჩვენ კიდევ, ჯერაც ახალგაზრდები, უკეთეს დროში და დიდი მომავლით, ისევ და ისევ, იგივე შეცდომებს ვუშვებთ.

ჩემი მეგობარი მუსიკოსი ქეთი ბანკში მუშაობს ოპერატორად, რადგან, “სად წავიდეს აბა? ორკესტრში არავინ დააკვრევინებს და თან, ბანკში სტაბილურ ხელფასს უხდიან”.

ჩემმა მეორე მეგობარმა დედის რჩევითა და დაჟინებით, დიზაინერობაზე უარი თქვა და თავის აწ-უკვე შუამდე მიყვანილ სამედიცინოზე სწავლობს, რათა “დიზაინერობით რას მიაღწევ, ექიმი დაფასებული პროფესიაა, ხელფასი გექნება. გინდა შენც შიმშილით მოკვდე და შენი შვილებიც შიმშილისთვის გაწირო?” და ხანდახან, ჩვენ ჯერ კიდევ არდაბადებული შვილებისთვის ვიღებთ მსხვერპლს, რადგან დედამ უკეთ იცის და რადგან, ბოლოსდაბოლოს, “ასეა სწორი”.

Hot-Air-Balloons-300x225

აი, მე კი, საერთოდ არ ვიცი, რა არის “სწორი” და უკვე არც ისე პატარა ვარ. რაღაც განსაკუთრებული ნიჭებიც არ გამაჩნია, ბევრი რამ მაინტერესებს და მომწონს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, კონკრეტულად, მაინც რას მინდა ცხოვრება მივუძღვნა.

ის კი ვიცი, რომ ბავშვობაში ჩემი მომავალი ასეთი არ წარმომედგინა. კონკრეტულად როგორი წარმომედგინა არ ვიცი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არა.

soap_balloons__wallpaper.rebelnetwork.ro_

დრო შეუჩერებლივ გადის და ჯერაც ვერ ვყალიბდები. რა მინდა, წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ რა არ მინდა _ ზუსტად ვიცი.

არ მინდა, რომ კიდევ ერთი ბესო ძია ვიყო. თუმცა, სწორად გამიგეთ: ბესო ძია უბედური სულაც არაა. ბესო ძია ბედნიერია. ბესო ძიას თავისი ოცნებები აღარ ახსოვს. ბესო ძია მამაა და ბაბუა. ბესო ძია ბედნიერია… ბესო ძია ბედნიერია…

არ მინდა, რომ მხოლოდ “დედა და ბებია” ვიყო. “მაგაზე უკეთესსს რას გავაკეთებ” -შეგრძნება არ მაქვს.

არ მინდა, რომ სიბერისას უკან მოვიხედო და ვერ გავიხსენო, ჩემი ოცნებები როდის დავკარგე.

კიდევ წუწუნიც არ მინდა.

6f167cc4ea2cbceca19f0ab6345a1865

Advertisements

Tagged: , , , ,

3 thoughts on “ოცნებებზედ

  1. Sophie Golden October 18, 2015 at 3:34 PM Reply

    Wow. რამე კარგის წაკითხვა მინდა-მეთქი, ვფიქრობდი და ჩემს ბლოგროლში ზემოთ რომ დაგინახე, აღვფრთოვანდი.

    არ ვიცი მეც რა მინდა. მხოლოდ ჯანმრთელობა მადარდებს ჩემი და ჩემი ოჯახის. ოცნებები არ მახსოვს უკვე აშკარად.
    მეც იმ დედას ვემსგავსები, ექიმობას რომ არჩევს დიზაინერობას ლოლ იმიტომ რომ ავად როცა ხარ, ყველაფერი გკიდია, ჩაცმა, გახდა, ხელოვნება, პოეზია და ერთი კარგი ექიმი ოქროს ფასია 😀

    • geoblonde October 18, 2015 at 4:18 PM Reply

      ჰაჰაჰა ძაან ვიცინე. ეგრეა, რაღაც ნელ ნელა ვტრანსფორნირდებით მეოცნებე, მთელი მომავლის წინ მქონე შვილებიდან სერიოზულ, პრაგმატულ, დიდებად. მეც მასე ვარ ზუსტად და მაგაზე ვდარდობ. არ მინდა, ჩვენში დაიხოცონ პატარა უფლისწულები. არც ჩემს შვილს ვუსურვებ მაგას 🙂
      შენ კიდევ, ძალიან მიყვარხარ სოფი. ყველაზე უცნობი და ყველაზე ნაცნობი ადამიანი ხარ ჩემთვის. სრულიად გულწრფელად გეუბნები ამას.

  2. Sophie SUNNY Golden November 12, 2015 at 7:05 PM Reply

    ერთადერთი, რაზეც მგონი ისევ ვოცნებობ, არის, ერთხელ გემრიელად გამოვიძინო საღამოდან დილის იმ დრომდე, რომლამდეც მე მინდა :ლოლ: მაგრამ როგორც ამბობენ, შვილები რაც უფრო დიდები ხდებიან, ძილი უფრო რთული ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვრები აღარ გაღვიძებენ, ახლა მათ მომავალზე ფიქრი გიტეხს ძილს.

    დედობაში რომ გაყოფ თავს, მორჩა უდარდელობა :დ

    მადლობა!!! კიდევ მითხარი რა, ამაზე სასიამოვნო რამე ჯერ არავის უთქვამს ონლაინ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: