About Me

legsმე ქერა თმა მაქვს. გრძელი ქერა თმა. 21 წლის ვარ, თუმცა, როგორც ხვდებით, ეს რიცხვი მუდმივი არ არის.

ჩემი ამქვეყნად მოვლინება მარტივად გადაწყდა. შუქნიშანზე ხანგრძლივად დგომის შემდეგ, დედაჩემი მიუტრიალდა მის გვერდით მჯდომ მამაჩემს და უთხრა, რომ პატარა ქერათმიანი გოგონას არსებობა ჩვენს ოჯახში აუცილებელიაო. მამაჩემმა მანქანა დაძრა და არაფერი უპასუხა. როგორც ჩანს, ეს თანხმობას ნიშნავდა, რადგან ფაქტი სახეზეა: მე დავიბადე.

მიყვარს ალუბალი და მაქვს ლამაზი ფეხის თითები. ტერფებიც. და ფეხებიც.

ბლოგის შექმნის იდეა დიდი ხანია მუსირებს ჩემი ნაცნობების, მეგობრების და ჩემს გონებაში. საბოლოოდ, ჩემმა კატამ დამარწმუნა, რომ ბლოგის შექმნა აუცილებელია.
აუცილებელია ჩემთვის, ჩემი ნაცნობებისა და მეგობრებისთვის.cherries copy

ჩემს კატას მეა ჰქვია. ცისფერი თვალები აქვს. ზოგიერთი ბლუ მიას ეძახის. ხანდახან მგონია, რომ მეას ეს სულ არ სწყინს.

მუდამ უცნაურ და ხშირად, სასაცილო თავგადასავლებში ვეხვევი. მეას აზრით, ეს ჩემი ბრალი სულაც არაა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მე ვიწვევდე კონკრეტულ მოვლენას. ალბათ ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ, რაც არ გვინდა მოხდეს. თუმცა, ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზები ჩვენ ვართ.

ჰოდა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ასეთი თავგადასავლები ჩავიწეროთ ხოლმე. და არა მარტო თავგადასავლები. დღის განმავლობაში ბევრი იდეა მომდის, უმეტესად, საინტერესო. ჰოდა, ასეთ იდეებზეც დავწერ ხოლმე.

გამეხარდება, თუ წამიკითხავთ!

 

Advertisements

One thought on “About Me

  1. Dissolved Girl July 22, 2014 at 3:46 PM Reply

    ერთი სული მაქვს საღამოს სახლში მივიდე რომ ამ ბლოგს გემრიელად ჩავუჯდე : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: